Apple-მა სოციალურ ქსელში საქართველოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. Instagram-ში სიღნაღის ფოტოა ატვირთული, რომელიც ბერლინში მცხოვრებ ლევან კიკნაველიძეს ეკუთვნის.
„ხასიათი მცირე დეტალებით ვლინდება“, – Apple-მა ფოტო დღეს ასეთი წარწერით გამოაქვეყნა და მას უკვე 50 ათასზე მეტი მოწონება აქვს.
Apple-ს Instagram-ში 11 მილიონზე მეტი ფოლოუერი ჰყავს.