LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები დასახელდა

215
qantas

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები 2019 წლისთვის უკვე ცნობილია. როგორც გამოცემა independent-ი იუწყება, უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი პორტალმა Airlineratings.com-მა შეადგინა.

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-20-ში მოხვდნენ ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორებიცაა: British Airways, Emirates, Qatar Airways და სხვა. რეიტიგნის ლიდერი კი მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ავიაკომპანია Qantas გახდა. Qantas-ის ასაკი 98 წელია. რეიტინგში მეორე პოზიციაზეა Air New Zealand-ია, ხოლო მესამეზე – Alaska Airlines.

რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, აღსანიშნავია, რომ მათ სიაში „ვიზეარიც“ მოხვდა.  ყველაზე უსაფრთხო „ლოუკოსტერების” TOP-10 ასეთია: Flybe, Frontier, HK Express, Jetblue, Jetstar Australia/Asia, Thomas Cook, Volaris, Vueling, Westjet, Wizz Air.

ცნობისთვის, airlineratings.com ავიასფეროში რეიტინგების წამყვანი პორტალია. რეიტინგის შედგენისას Airlineratings-ი მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის ავიაპარკის ასაკს და საავიაციო შემთხვევების სტატისტიკას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები