LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

145
B.R. Andazebi F Banner

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის,  2019 წლის  „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია!

ზურაბ ჟვანიას სახელობის  „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ – დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8  დარგში გამოავლინა  2019 წლის „წინანდლის პრემიის“  24  ნომინანტი.

„წინანდლის პრემიის“  მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.  2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.  წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“  ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

2019 წლის წინანდლის პრემიის  ნომინანტები  არიან:

  • თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე
  • კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი
  • მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია
  • მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე
  • მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი
  • სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე

„2019 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდებიან დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, 10 დეკემბერს,  19:30  საათზე,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000-ლარიანი ფულადი პრემიით.

„წინანდლის პრემია 2019“  ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

„წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერები არიან: კომპანია „ბადაგონი“, „ლიბერთი ბანკი”,  კომპანია PSP და   „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე”. პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები