LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რას მოიცავს მთავარი ფინანსური დოკუმენტი

depositphotos_81812644-stock-photo-pen-writes-2019-budget-on

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიძირითადი პარამეტრები შემდეგია: ეკონომიკური ზრდა – 4.5%; მშპ-ს დეფლატორი – 3.5%; ინფლაცია – 3.0%; საბიუჯეტო დეფიციტი – 2.6%.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 12 863.8 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 11 470.0 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით 18 მლნ ლარით იზრდება), საინვესტიციო გრანტების ნაწილში 92.7 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით 3.8 მლნ ლარით მცირდება), ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 1 301.1 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით მცირდება 119 მლნ ლარით).

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრება 13 090.0 მლნ ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 416.0 მლნ ლარით. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 781.0 მლნ ლარით. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 982.0 მლნ ლარით. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 863.8 მლნ ლარით განისაზღვრა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 13 090.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 696.2 მლნ ლარს, გრანტები – 92.7 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 1301.1 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან შედარებით იზრდება 219.6 მლნ ლარით და შეადგენს 9 641.1 მლნ ლარს.

შეგახსენებთ, დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი გუშინ პლენარულ სხდომაზე განიხილეს და საკითხისთვის კენჭისყრა იგეგმებოდა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლებმა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს უყარეს კენჭი. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, 91- ხმით, 9-წინააღმდეგი მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები