საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე 2018 წელს განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მომვალ წელს მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა, მამუკა ბატაძემ დღევანდელ ბრიფინგზე სიღარიბის დაძლევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„სიღარიბის დაძლევა არის და იქნება პრიორიტეტი შემდეგი 2 წლის განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში დავნერგოთ ის რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში, უფრო მეტ ინკლუზიურ ზრდას, საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგადად ქვეყნის განვითარების ეკონომიკური მოდელი შევცვალოთ და გავხადოთ მორგებული ინკლუზიურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და მისი მთავარი მიზანი, სიღარიბის დროულად დაძლევა იქნება,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა სოციალური პროგრამების გაგრძლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ წელს ეს პროგრამები უფრო დაიხვეწება.