LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს მთის რეგიონებში ახალი პროექტები განხორციელდება

9f826f13-6f84-4f0d-b15f-4e4e8a3cfe71

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს მთის რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს აქვს მესაქონლეობის განვითარების პერსპექტივები, ასევე შეუძლია აწამოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომლის წარმოებაც მთაში გაცილებით მარტივია.

მთიანი რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკური საქმიანობის განვითარებარაც დიდწილად უკავშირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას. ძირითადად, ჩვენ გვაქვს მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები. ასევე განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება, ეს არის ეკოპროდუქტები, ორგანული მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომელიც მთაში შეიძლება უფრო ადვილად იწარმოებოდეს. სპეციალური ხარისხის ნიშნებით, სპეციალური მექანიზმებით ჩვენ ვეცდებით ასეთი პროდუქტების წახალისებას. ასევე, მთიან რეგიონებში ხშირად შეზღუდულია სასოფლოსამეურნეო მიწებზე წვდომა, მაგრამ გვაქვს ისეთი ეკოლოგიური რესურსები, რაც მოგვცემს ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას. ასევე გვაქვს დაცული ტერიტორიები, სადაც ვავითარებთ ადმინისტრაციებს, რათა გავაჩინოთ ტურისტული მომსახურების საშუალებები. გვექნება საგრანტო პროექტები, როგორც ტყის არამერქნული გადამუშვების კუთხით, ასევე ტყის მერქნული ნაწილის, ხის მასალის გამოყენების და სპეციალური ნაკეთობების წარმოების, ასევე სასტუმრო სახლების და ტურისტული მომსახურების გაჩენის კუთხით”,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან რეგიონების განვითარებისთვის დაფინანსებაც გაიზრდება. „ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით დაფინანსებას მომავალი წლისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტი მიმართულება უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად დაგეგმილი, რომ ეფექტი იყოს შესაბამისი და ხარჯვის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი. სწორედ ამისთვის არის საჭირო, მომზადებული იყოს თითოეული სამინისტრო, რომელიც ამ ფონდების გახარჯვაში მონაწილეობს. ჩემი სამინისტროს ნაწილში გეტყვით, რომ რა ინიციატივებიც დავასახელეთ, ამ მიმართულებებში მზად ვიქნებით. ამაზე 2019 წელს ვისაუბრებთ და პრეზენტაციებიც გვექნება. ეს იქნება სრულიად ახალი ინიციატივები, რაც მთის რეგიონებს განვითარებაში დაეხმარება”,- განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები