“მილიონ ორასი ათას ადამიანს აყენებთ შეურაცხყოფას, რომ ხახვზე და კართოფილზე გაიყიდა,“ – ასე მიმართა აკაკი ზოიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბიკუჩავას. “ქართული ოცნების” წევრმა ოპოზიციის წარმომადგენელი იმ ამომრჩევლის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, რომელმაც ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით კი სახელისუფლებო გუნდმა თავად შეურაცხყო ამ საქციელით ამომრჩეველი და შემდეგ შეეცადა, ეს ქმედება ოპოზიციისთვის დაებრალებინა.
„თქვენ არ აყენებთ შეურაცხყოფას, როცა ამბობთ, რომ დაარიგეთ, გადაუღეთ და ჩვენ დაგვაბრალეთო,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რაზეც აკაკი ზოიძემ უპასუხა, რომ სამარცხვინოა ოპოზიციისთვის, თუ მათი კანდიდატი 5 კგ კარტოფილზე მეტი არ ღირს.
„თუ თქვენი მიშა და გრიგოლი 5 კგ კარტოფილზე მეტი არ ღირს, მე თქვენს მაგივრად მაგას არ ვიტყოდი,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის კამათი გადაცემა “არჩევანში” ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას მეორე ვადით დანიშვნაზე მსჯელობას მოჰყვა.
https://www.facebook.com/rustavi2/videos/3134114750055030/