თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე: იქნება თუ არა “პატრიოტთა ალიანსი” ინაუგურაციაზე მიწვეული, ზურაბიშვილმა უპასუხა: “რატომაც არა! მაგრამ ინაუგურაციაზე პარტიები არ იქნებიან მიწვეული, ყველა იქნება ცალ-ცალკე. გარდა იმისა, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, პარლამენტის თანამდებობის პირები, თუ სხვა პირები, ეს არის ჩემს გარეშე. მე ვადგენ ჩემი პირადი სტუმრების სიას”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიწვევას ინაუგურაციაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, “უნდა ვიფიქრო ამ თემაზე. ხვალ გეტყვით”. “თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, იქნება დაპატიჟებული”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ინაუგურაციაზე ასევე იქნებიან მოპატიჟებული საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.