Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დეკემბერი 6, 2018 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერი ვარ რომ აქ გავჩნდი, ამ ხალხს შორის გავიზარდე ვისაც ასეთი თანაგრძნობა შეუძლია – ზურა შევარდნაძე

გარდენია ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტუდენტობის დროინდელ ემოციურ მოგონებას აქვეყნებს.

“ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის წინა დღეები იდგა, ჩავაბარე სემესტრის გამოცდები და სოფელში წავედი.
ყველა სახლში, ჟრიამული და სამზადისი დამხვდა, ყველა ახალ წელთან შესახვედრად ემზადებოდა.

კალანდამდე ორი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩემი ახალგაზრდა ბიძა, ნიკო შევარდნაძე, მეხის გავარდნა იყო ეს ჩვენთვის ყველასთვის, შევიცხადეთ და მგლოვიარე შეიქნა ბევრი, ბევრი.. დაიფსო ოჯახი..
ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს მახსოვრობაში, როცა ახალ წელს მიცვალებულთან ერთად შევხვდით.

თორმეტი საათი, რომ მოახლოვდა ბოცოლაჩემმა გვთხოვა, გარეთ გავიდეთ პარმაღზე, ასე ნუ ვისხდებითო და გარეთ გამოგვიყვანა. დიდი თოვლი და მთვარიანი ღამე იყო, სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძაღლები ყეფდნენ აქა იქ.

ბიძაჩემის ბალკონიდან მთელი თუარა ნახევარი ასკანა მაინც ჩანს, მთელი ბასილეთი, მთისპირი, მზიანი და ნაგომარიც ხელისგულივით.

ფერდებზე შეფენილი სახლებიდან ბოლი და ფანჯრებიდან თბილი სუსტი შუქი გამოდიოდა, სოფელს არ ეძინა, ჩვენც ვიდექით პარმაღზე და ველოდებოდით.

გახდა 12 საათი, გადაცდა თორმეტს, მეზობელ სოფლებში ახალი წლის მოსვლას სიხარულით და ორლულიანი თოფების გრიალით შეხვდნენ, ჩოხატაურის თავზე ცა განათდა, ისროდნენ შუშხუნებსაც.

იმ ღამეს არც ერთ, არც ერთ ასკანელს თოფი არ უსვრია, ოთხას კომლიან სოფელში არავინ არ მისცა თავს უფლება ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს. პარმაღიდან, რომ გადავიხედეთ, ბიძაჩემის დიდი გაშლილი ეზო სავსე იყო სოფლის კაცებით, ისე, უბრალოდ მოვიდნენ,დატკეპნილ თოვლზე ჯგუფჯგუფად იდგნენ, უხმოდ, უსიტყვოდ, ულაპარაკოდ.. თორმეტი, რომ შესრულდა ნელნელა, ასე უსიტყვოდ წავიდნენ თავ თავის ოჯახებში.

დიდი, პატარა, ყველა ვტიროდით… ისევ სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმოდა..

ბედნიერი ვარ რომ აქ გავჩნდი, ამ ხალხს შორის გავიზარდე ვისაც ასეთი თანაგრძნობა შეუძლია, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მე ეს მხარდაჭერა დამავიწყდეს?!”