მსოფლიო შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და სოციალურ ქსელში მისალოცი პოსტები და ფოტოები განათავსეს.
ფოტოზე, რომელიც ჯონ ლეჯენდის მეუღლემ, კრისი ტეიგენმა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა დამწვარი ნამცხვარი ჩანს. მოდელმა იხუმრა, რომ სწორედ ამ მიზეზით მან ,,სთორიში” არაფერი გააზიარა.
View this post on Instagram
in case you are wondering why I didn’t put my finished pie on my instastory
სადღესასწაულო სუფრით უკმაყოფილო ბლეიკ ლაივლიმ, რომელიც საღამოს გატარებას დედოფლის ამპლუაში აპირებდა, საბოლოოდ თავი მანქანის უკანა სავარძელზე, ბურგერების ჭამით შეიქცია.
კაია გერბერმა ,,ინსტაგრამზე” ფოტო გააზიარა, სადაც მოდელს ხელში ორი უზარმაზარი ლორის შეკვრა უჭირავს.
დღესასწაულისთვის დიასახლისის როლი მოირგო რიზ უიზერსპუნმა. 42 წლის ვარსკვლავმა ოჯახური წვეულებისთვის სამზარეულოში თავდაუზოგავად იფუსფუსა.
ნაომი უოტსი მადლიერების დღეს მზეს მიეფიცხა და საყვარელ ძაღლთან ერთად, სანაპიროზე გადაღებული ფოტო გააზიარა.
View this post on Instagram
Happy thanksgiving everyone. Thankful and Grateful for so much… Love to all xxx ❤
სრული შემადგენლობით აღნიშნა დღესასწაული ჰადიდების ოჯახმა. ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ ის ფაქტი, რომ მათთან ერთად არ იმყოფებოდა, ბელას მეგობარი ბიჭი, The Weeknd.