„ბიას“ ბიზნესკატალოგის ინფორმაციით, თანამედროვე მედიცინაში ესთეტიკური მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პროგრესირებადი მიმართულებაა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, ბიას მონაცემთა ბაზაში აღნიშნულ დარგში 550 აქტიური იურიდიული პირი ფიქსირდება, აქ უმეტესად წარმოდგენილნი არის სილამაზისა და სპა სალონები, სოლარიუმები, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ცენტრები, თუმცა მოთხოვნის მიხედვით პლასტიკური ქირურგია დარგის ერთპიროვნული ლიდერია.
ბიას ცნობით, პლასტიკური ქირურგიაში ოპერაციის ფასი საშუალოდ 3000 ლარიდან იწყება და 15000 ლარამდე ადის. კომპანიაში ამბობენ, რომ დარგში საუბრობენ იმ კრიზისებზე, რომელიც ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, რადგან ესთეტიკური აპარატურები, კოსმეტიკური საშუალებები თუ სხვა საჭირო მასალები იმპორტირებულია რაც ოპერაციათა ფასს ზრდის.
ამის მიუხედავად, ბიას წარმომადენელი ამბობს, რომ ეს მიმართულება, როგორც ბიზნესი გამართლებულია და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დარგში მოქმედი კომპანიების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. თუ გადავხედავთ მათ გადანაწილებას კომპანიათა ზომის მიხედვით 81% -მცირე, 13%- საშუალო , ხოლო 6% მსხვილია.