LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში თემურ ყვითელაშვილის სოლოკონცერტი გაიმართება

Ardaidardo.Ge
მცხეთის კულტურის ცენტრი “სვეტი” წარმოგიდგენთ თემურ ყვითელაშვილის სოლოკონცერტს, ვირტუოზი გიტარისტი 5 ოქტომბერს წარდგება მსმენელის წინაშე.

ცნობილი გიტარისტი 1979-1987 წლებში გახლდათ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების მუსიკალური ანსამბლების წევრი; უკრავდა ანსამბლებში: “დიელო”, “ორერა”, “თეატრონი”, “ნატვრის ხე”, “ივერია“, ვ. კიკაბიძის ანსამბლში; თანამშრომლობდა სოსო პავლიაშვილთან, თამარ გვერდწითელთან, მერაბ სეფაშვილთან,

საქართველოში მისი პირველი სოლოკონცერტი ფილარმონიაში 1998 წელს გაიმართა. გამოცემულია მისი სოლოალბომები, კომპაქტური დისკები.

საღამო მცხეთაში 19 საათზე დაიწყება.