LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთხელ გაკოცებ და წავალ – თაკო მელიქიშვილმა ძველი ჰიტის ახალი ვერსია გააკეთა

Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოში“ თაკო მელიქიშვილის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. მომღერალმა ძველი ჰიტის საკუთარი ვერსია შეთავაზა მსმენელს.

 

თაკო მელიქიშვილი:

 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სიმღერის ავტორ პაატა ყოლბაიას, რადგან მან მომცა იმის საშუალება, რომ ეს სიმღერა შემესრულებინა. „ერთხელ გაკოცებ და წავალ“ – ეს სიმღერა 90-იანი წლების ჰიტი იყო, მას ყველა მღეროდა და ყველას უყვარდა. ამ სიმღერას ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება თავის მსმენელი. ვფიქრობ, ჩემი შესრულებით და ჩემი ვერსიით ეს სიმღერა ისევ გაცოცხლდება. მოკლედ ძალიან მიხარია, რომ შეიქმნა სიმღერის „ერთხელ გაკოცებ და წავალ“ ახალი, ჩემებური ვერსია.

 

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი პაატა ყოლბაიაა, ბექ ვოკალი გიორგი წიკლაურს ეკუთვნის. სიმღერა ცირა ბზირიშვილის სტუდიაში ჩაიწერა.

თაკო მელიქიშვილი – ერთხელ გაკოცებ

AudioTAKO MELIQISHVILI – ERTXEL GAKOCEB

თაკო მელიქიშვილი. სიმღერის პრემიერა

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge