არგენტინულმა არხმა TyC Sports-მა მატჩის შემდგომი პროგრამა წუთიერი დუმილით დაიწყო.
ხორვატიასთან დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ ხორხე სამპაოლის გუნდის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მატჩის შემდგომი შოუს BTZ Futbol-ის წამყვანებმა და მონაწილეებმა პირდაპირი ეთერის პირველი წუთი სამარისებურ სიჩუმეში გაატარეს. შემდეგ წამყვანმა დიეგო დიასმა თქვა: „ამ მომენტში არგენტინის ნაკრები მკვდარია. ის გარდაიცვალა, როდესაც კაბალიერო შეცდა და ხორვატია დაწინაურდა“.
ტვიტერის მომხმარებლებმა იმპროვიზირებული სამგლოვიარო ცერემონია არ დააფასეს და გამოშვებას დამამცირებელი უწოდეს.
არგენტინას ორ მატჩში 1 ქულა აქვს, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. გადამწყვეტი მატჩი სამშაბათ საღამოს ნიგერიასთანაა.
Esto pasó al aire en la TV argentina. En serio. Perdón, Messi pic.twitter.com/oLqT06p2M1
— Guido Molteni (@GuidoMolte) June 22, 2018