Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მაისი 18, 2018 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ თათარაშვილი: „ჩვენი მომღერლები ქავერებმა დაღუპეს…“

Ardaidardo.Ge
თემურ თათარაშვილის ახალი კლიპის პრემიერა „იმედის“ ეთერში უკვე შედგა. „გული ადამიანობს“ ასევე წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“.

 

მომღერალი ბედნიერია იმით, რომ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად და კონცერტებითაც განებივრებულია.

 

თემურ თათარაშვილი:

 

35 წლის განმავლობაში, რაც სცენაზე ვარ, არასდროს წარმიდგენია ჩემი სიმღერა რაიმე კონკურსზე, ის მისმა ავტორმა წარადგინა. იმ დღიდან, რაც ჩავწერე, ვამბობ, რომ კარგა ხანია, ასეთი სიმღერა არ ჩამიწერია. ყველამ აიტაცა პირველივე დღიდან, ვინც მოისმინა. კლიპიც გადავიღეთ. ცირა ბზიშვილს ეკუთვნის მელოდიაც, ტექსტიც და არანჟირებაც. კლიპი გადაიღო მისმა მეუღლემ, ზურა ციციშვილმა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მგონი, რომ ამ სიმღერასა და კლიპს კარგი მომავალი აქვს (იღიმის).

 

ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურობთ, რას უკავშირდება?

 

მე ყოველთვის ვაქტიურობდი, სანამ მოსკოვში წავიდოდი. იქიდან აქ ვერ ვიაქტიურებდი, გარდა ამისა, იმ პერიოდში, არც არავინ მომცემდა საქართველოში გამოჩენის საშუალებას. იყო ასეთი ფრაზები, რომ თათარაშვილის ყველა კლიპი და სიმღერა უნდა ამოვიღოთ რადიოებისა და ტელევიზიების ეთერებიდანო (იღიმის). მე არავის განვიკითხავ, ყველას თავისი აზრი აქვს და ღმერთი მაღალია.

 

რაც ჩამოვედი, რა თქმა უნდა, მაქვს კონცერტები. ახლახან ჩემი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა და საკმაოდ წარმატებული კონცერტი გაიმართა. რამდენიმე კვირით ადრე ბილეთები აღარ იყო და სამი რიგი ჰქონდათ ჩამატებული, როგორც მითხრეს, ეს ფილარმონიაში მესამედ მოხდა…

 

რაც შეეხება ვარსკვლავის გახსნას, ეს აზრი სულ არსებობდა, ბოლოს დათო ოქიტაშვილმა მითხრა, ახლა გავხსნათო. სცენაზე არაჩვეულებრივი ბენდი მიმშვენებდა გვერდს, ჩემი არაჩვეულებრივი კოლეგები გამოვიდნენ ჩემთან ერთად. 20 სიმღერა შევასრულე ცოცხლად, რაც დღეს აღარვის უკვირს. მაინც მალე გაიარა, ყოველ შემთხვევაში მაყურებელმა ასე აღიქვა. როგორც ჩანს, კონცერტი კარგად წავიდა. ღონისძიება დავხურა სიმღერით „გული ადამიანობს“, გახსნისთვის კი შევარჩიე მაცაცო სებისკვერაძის „აღორძინდი, საქართველო“.

(ვრცლად/ფოტოები)