Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მაისი 8, 2018 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძე: „წელს გული განსაკუთრებულად მიცემს, მინდა, გავიმარჯვო!..“

Ardaidardo.Ge
სალომე ბაკურაძე წელს „ოქროს ტალღაზე“ ორი სიმღერით არის წარდგენილი: „ეს სიმღერა“ და „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, საიდანაც ეს უკანასკნელი დუეტია, პირველი კი სოლოსიმღერა.

 

სალომე ბაკურაძე:

 

წელს გული განსაკუთრებულად მიცემს, მიფრთხიალებს, რადგან საკმაოდ დიდი აქტიურობა მქონდა და მინდა ვიყო გამარჯვებული (იღიმის), თუმცა ეს არა ჩემზე, არამედ ჟიურიზეა დამოკიდებული. ჩემზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთე – თქვენთან მოვიტანე ორი ჩემთვის საყვარელი სიმღერა.

 

ამ კონკურსის მიმართ ჩემი დადებითი დამოკიდებულება ცნობილია – ძალიან მიყვარს ის ხალხი, ვინც მასზე მუშაობს, დიდი სტიმულია ყველასთვის, ყველა წელს გამორჩეულად ველოდები, მინდა, ვუსურვო წარმატებები „ოქროს ტალღას“ და უფრო დიდ მასშტაბზე გასვლა, ჩემს თავსაც ასევე წარმატებას ვუსურვებ, მინდა, სულ ვიყო წარმოდგენილი ამ დაჯილდოვების ცერემონიალზე.

 

წელს კი როგორც აღვნიშნე, „ოქროს ტალღას“ განსაკუთრებით ველოდები (იცინის).