Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მაისი 2, 2018 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, საქართველოში ქართულად უნდა იმღერო“

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ესტუმრა. მუსიკოსმა ახალი სიმღერა ჩაწერა და შავ-თეთრი კლიპი გადაიღო. გარდა ამისა, ის ბოლო პერიოდია ბენდთან ერთად მუშაობს. ნინი ბადურაშვილმა „ოქროს ტალღის“ მუსიკალური დაჯილდოვების შესახებად გამოთქვა მოსაზრება.

 

რა ხდება შენსკენ საინტერესო?

 

შედგა ჩემი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა, „პრაიმ შოუში“. სიახლეა ისიც, რომ ბენდი შევქმენი. საუბარია ჯგუფზე „ნონ-სტოპი“. სულ მინდოდა ბენდთან ერთად მომესინჯა ძალები, რადგან ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მინუს ფონოგრამაზე სიმღერა. მამულიჩა გახდა ბენდის პროდიუსერი. ავიყვანე სამი არაჩვეულებრივი გოგონა ბექ-ვოკალისთვის. ბენდი ცოცხალია და ეს ცოცხალი სცენაზე ყოველთვის საჭიროა. პროგრამა უკვე გაკეთებულია, 17 სიმღერაა რეპერტუარში. მათი უმრავლესობა ქართულენოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოში ქართულად უნდა იმღერო. იყო დრო, როდესაც ქართულ ენაზე სიმღერა ცუდ ტონად მიიჩნეოდა და მიხარია, რომ ეს ეტაპი დასრულდა. უკვე გავმართეთ რამდენიმე კონცერტი საკმაოდ წარმატებით. გვინდა რაიონებსაც ვესტუმროთ, თუ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობებისგან მხარდაჭერა. რეგიონში უფრო მიყვარს წასვლა და კონცერტის ჩატარება, ვიდრე თბილისში. დასავლეთ საქართველოში მეტად გამოხატავენ ემოციას, აღმოსავლეთში კი თავშეკავებული მსმენელია. დაახლოებით სამი წლის წინ საქართველოს რეგიონები მოვიარე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენს მსმენელთან ჩახვიდე. ვფიქრობ, მაშინ კარგი რამ გავაკეთე და სიამოვნებით გავიმეორებდი.

 

საქართველოს ფარგლებს მიღმაც გიწევს გასვლა…

 

დიახ, ხშირად მიწევს. მე და ანრი ვმოგზაურობთ ხოლმე ერთად. ქართველი ემიგრანტები განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევიან. ბოლოს მე და ნოდიკო ათენში ვიყავით, საოცარი ემოცია იყო. ახლა გადაცემა მიდის ისრაელში. „პრაიმ შოუ“ ივლისის ბოლომდეა ეთერში. რა იქნება ახალი სეზონიდან, ეს ჯერ არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ „პრაიმ შოუ“ მხოლოდ ერთი წლისაა, მაყურებლის სიყვარული უკვე დაიმსახურა.

 

რას იტყვი „ოქროს ტალღაზე“?

 

შარშან გავხდი „წლის მომღერალი ქალი“ და ეს ჩემთვის დიდი პრიზი იყო. ასეთი მასშტაბური დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოში არ არის და მადლობა რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ ამისთვის. ძალიან მომწონს, მიხარია და ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის, მომღერლებისთვის, კომპოზიტორებისთვის.

 

შენ როგორ შეაფასებ შენს შემოქმედებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

 

ისეთი აქტიური ვარ ბოლო ერთი წელია, სახეზეც კი მეტყობა. ძალიან დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება. თუმცა ვიცი, რომ კიდევ დიდი ხანი ვერ დავისვენებ. მთავარია, დრო, ახალგაზრდობა და ენერგია მაქსიმალურად გამოიყენო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხალხს უყვარხარ, ელის შენგან სიახლეებს, არ გაქვს უფლება გაჩერდე. ვარ გადაცემის წამყვანი, შევქმენი ბენდი, ჩავწერე ახალი სიმღერა, გადავიღე კლიპი – ძალიან ბევრი დრო და ნერვები მიაქვს ამ ყველაფერს.

 

შენი პატარა გოგონა თუ მღერის?

 

ელენე მღერის. მიხარია, რომ აქვს სმენა და სწორად მღერის. თუ მოუნდება, რომ იმღეროს, მე ხელს შევუწყობ.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევი…

 

სიმღერა „გულს“ დავწერე მე, ტექსტის ავტორი თემო საჯაიაა. მუსიკა ძველია, არც კი მახსოვდა. მოვასმენინე ეკას, მან დამიკრა და ძალიან მომეწონა. სამჯერ ჩავწერე ეს სიმღერა, ძალიან დავიტანჯე. როდესაც რაღაც კარგად გამოდის, ბევრს ვწვალობ ხოლმე. ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“ ალეკო ბერძენიშვილთან, არანჟი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ლაშა ცერიაშვილია კლიპის რეჟისორი, პროდიუსერია მამულიჩა, რომ არა ის, კლიპს ვერ გადავიღებდი.

 

სამომავლო გეგმები როგორია?

 

ზაფხულის სიმღერა მინდა, განსხვავებული. ყოველთვის ძიებაში ვარ, სულ ვუსმენ ახალი რა გამოდის. ქართველი მსმენელი ცოტათი პრეტენზიულია და ვცდილობ ისეთი შუალედი მოვძებნო, რომ თანამედროვეც იყოს და საქართველოშიც მოეწონოთ.

ნინი ბადურაშვილი – გულს

AudioNINI BADURASHVILI GULS

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Nini Badurashvili12

ნინი ბადურაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge