Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აპრილი 27, 2018 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გვაზავა სენტიმენტალურ თინეიჯერულ სიყვარულზე მღერის

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ პროექტ „ახალი ხმის“ მონაწილე ლევან გვაზავა ესტუმრა. მუსიკოსმა „არ დაიდარდოს“ მსმენელს პირველი სიმღერა წარუდგინა. გარდა ამისა, მან პირდაპირ ეთერში ცოცხლადაც იმღერა.

 

მოგვიყევი შენს შესახებ, რა მუსიკალური განათლება გაქვს?

 

ვოკალური მუსიკალური განათლება მაქვს, ცოტას ვუკრავ ფორტეპიანოზე, ვაკეთებ არანჟირებებს. 2015 წელს გამოვიდა ჩემი რიგით პირველი ალბომი, უცხოენოვანი. ის ჩემს საავტორო სიმღერებსა და რემიქსებს აერთიანებს. ინგლისურ ტექსტებზე ჩემი მეგობარი ნინი ჩიქოვანი ჩემთან ერთად მუშაობს. იდეას ქართულად ვწერთ ხოლმე და შემდეგ ინგლისურ ტექსტს ვაკეთებთ.

 

რამდენად მომგებიანია ქართულ შოუ-ბიზნესში ყოფნა?

 

არ არის მომგებიანი. თუმცა, მე მიმაჩნია უნდა ვაკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და გამომდის. იმ ჟარში, რასაც მე ვმღერი, ქართულ ენას ვერ ვხედავ. თუმცა, მცდელობები მაქვს ხოლმე და „არ დაიდარდოშიც“ სწორედ პირველი ქართულ ენოვანი სიმღერა მოვიტანე, რომლის ავტორებიც მე და ჩემი მეგობარი არტურ სტეფანიანი ვართ. ტექსტი ნიკოლოზ ფაიქრიძეს ეკუთვნის, ის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობია.

 

გქონდა სოლო კონცერტიც…

 

დიახ, მოძრაობის თეატრში ჩავატარე სოლო კონცერტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საღამო იყო, იყო თეატრალიზირებული შოუ. ჩემი ალბომის პრეზენტაციაც გამოვიდა და შევასრულე ქავერებიც. ახლა უკვე რიგით მეორე ალბომზე ვმუშაობ.

 

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

ალბომთან ერთად ვკრებ ბენდს. მაქვს მაიკლ ჯექსონის ქავერები ჯაზ-ვარიაციებით და დონი ჰედვეის რეპერტუარი. სწორედ ამ სიმღერებზე ვმუშაობ, გარდა ჩემი საავტორო სიმღერებისა. პროექტში ჩემთან ერთად თიკა ჯამბურიაც ჩაერთვება. მომავალ ალბომს ქვია „აჯანყება“, რატომ ვჯანყდები ამაზე შემდეგ ვისაუბრებ როდესაც ავჯანყდები. თუმცა, დავაანონსებ, ის სოციალურ თემაზეა. აქ მთელი კონცეფციაა შემუშავებული, დაწყებული სიყვარულიდან დასრულებული იმით, თუ რა ხდება მსოფლიოში. იქნება ფანკ-სოულ-პოპ ჟანრის ალბომი თანამედროვე არანჟით. მეც ვღელავ, არ ვიცი რა გამოვა. იქნება რვა სიმღერა, აქედან ხუთი უკვე მზად არის. ალბათ, ალბომის პრეზენტაცია 6 თვეში შედგება.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევი…

 

ჩაიწერა სამი კვირის წინ. როგორც აღვნიშნე, ტექსტი ეკუთვნის ახალგაზრდა მსახიობს ნიკოლოზ ფაიქრიძეს. ის პოეზიის უკვე მეორე კრებულს გამოსცემს. მელოდიის ნაწილი არტურ სტეფანიანს ეკუთვნის, დანარჩენი კი მე დავწერე. ეს სიმღერაც შევა ალბომში, თუმცა ინგლისურ ენოვანი ვერსია. სენტიმენტალურ თინეიჯერულ სიყვარულზეა.

ლევან გვაზავა – შენ

AudioLEVAN GVAZAVA SHEN

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

Audio/Radio Dueti. Levan Gvazava


ლევან გვაზავა – და მერე წავალ. Live

ლევან გვაზავა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge