გადაცემას „რადიო დუეტი“ თემურ, ელიზა და ვასო ბოჯგუები ესტუმრნენ. ისინი მოსკოვში ცხოვრობენ, თუმცა საქართველოში ხშირად ჩამოდიან და არ დაიდარდოსაც სტუმრობენ. ამჯერად ბოჯგუების წყვილმა კიდევ ერთი დუეტი შესთავაზა მსმენელს. ასევე ახალი სიმღერა წარმოადგინა მათმა ვაჟმა, ვასომ, რომლის ავტორიც თავად არის.
როგორც კი ჩამოდიხართ ხოლმე საქართველოში, ჩვენც გვსტუმრობთ…
თემური: – ყოველთვის რაღაც მოვლენასთან დაკავშირებით მოვემგზავრებით ხოლმე საქართველოში. ამჯერადაც დიდი ლამაზი ქორწილისთვის ჩამოვედით. აუცილებლად ახალი სიმღერა ჩამოგვაქვს. წელს უკვე მესამედ მოგვიწია აქ ყოფნა. ზაფხულში გვინდა წავიდეთ სამეგრელოში და ჩავატაროთ კონცერტები. წინათაც გვქონდა ხოლმე გამოსვლები -„სიყვარულის გზები“ ასე ერქვა. ახლაც ვგეგმავთ შეხვედრებს, ეს იქნება მოედნებზე საქველმოქმედო ხასიათის კონცერტები, შემოგვიერთდებიან მეგობრები და ბევრს ვიმხიარულებთ.
რა ხდება მოსკოვში?
ხშირად ვმოგზაურობთ. ხელოვანი ხალხის მისიაა თავისი კულტურითა და ხელოვნებით შეაყვაროს ქვეყანა მსოფლიოს. ხშირად გვთხოვენ „თბილისოს“, „სულიკოს“ შესრულებას, მეგრულ სიმღერებს გვთხოვენ.
საახალწლოდ თქვენი ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც მთელი ოჯახი ხართ წარმოდგენილნი…
ელიზა: – თეიმურაზმა სიმღერა დაწერა, ნიკომ კი, ჩვენმა უფროსმა ვაჟმა არანჟრება გააკეთა. ის დუბლინში ხმის რეჟისურას სწავლობს. ვიფიქრეთ, საინტერესო გამოვიდოდა და რამდენიმე დღეში ვიდეო გადავიღეთ, არადა ფოტოსესიის ჩატარებას ვგეგმავდით. არც კი დაგვიგეგმავს და კარგი გამოვიდა. ვიდეორგოლები საკმარისად გვაქვს. შარშან ცოტა პასიურები ვიყავით, მხოლოდ ორი რგოლი გავაკეთეთ. წელს უფრო მეტად გვინდა ვიაქტიუროთ. „ქართული სული“ – ასე ქვია სიმღერას, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და იგეგმება კლიპის გადაღებაც. აქ მხოლოდ ჩვენი ოჯახი არ იღებს მონაწილეობას. გიორგი მელიქიშვილი და ეთერი ბერიაშვილიც გეგმავენ მონაწილეობის მიღებას.
„ჰარი ჰარალო“ – სიმღერა, რომელიც ვასომ მოგვიტანა…
გია ადამიას ეკუთვნის ტექსტი, არანჟირება ჩემმა ძმამ გააკეთა. მუსიკა ჩემია.
თეიმურაზი: -ძმები ახალ ალბომს აკეთებენ, ორი ტრეკი უკვე მზად აქვთ. შემოდგომისთვის ვფიქრობთ ალბომის პრეზენტაცია შედგეს. ის ინგლისურ ენოვანი იქნება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
როდესაც დავბრუნდებით მოსკოვში, რაღაც საქმეები გვაქვს. როგორც აღვნიშნეთ, კლიპის გადაღება გვინდა სიმღერაზე „ქართული სული“.
ახალ სიმღერაზე მოგვიყევით…
„ლამაზი სიყვარული“ – ასე ქვია ჩვენს ახალ დუეტს. შეიქმნა ჩვენს სტუდიაში, ავტორი თავად ვარ. თავიდან მელოდია გაჩნდა. ჩვენ გვყავს კუბელი მუსიკოსების ცოცხალი ბენდი. ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ლათინურ სტილში გაკეთება საინტერესო იქნებოდა. მინდოდა, რომ საცეკვაო სიმღერა ყოფილიყო, ბოლომდე ასეთი არ არის, მაგრამ ვფიქრობ მოგეწონებათ.
თემურ ბოჯგუა & ელიზა – ლამაზი სიყვარული
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ბოჯგუების ოჯახი – ასეთია ცხოვრება. Live
ბოჯგუების ოჯახი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები