საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, თეატრში „პეროკე“, მერაბ სეფაშვილი 15 აპრილს კონცერტს გამართავს. ის სცენაზე ბერძნული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად გამოვა. მომღერალმა სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც ემიგრანტებს მიმართა.
მერაბ სეფაშვილს ემიგრანტებისთვის გასვლითი კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხშირად აქვს ხოლმე. რეპერტუარში ყველა მისი ჰიტი შედის.