სარა ჯესიკა პარკერი არაერთხელ დაასახელეს წლის ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად. მსახიობის ახალმა ლუქმა კი, ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. 52 წლის ვარსკვლავი სტივენ კოლბერტის The Late Show-ს ჩაწერაზე იმყოფებოდა, სადაც ის სადღესასწაულო ანსამბლში გამოჩნდა. პაპარაცებმა სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მსახიობი ტელეკომპანიის შესასვლელთან გადაიღეს. პარკერი ბრწყინავდა შავი ფერის მბზინავ კაბაში, რომელიც ვერცხლისფერ საყელოსა და ამავე ფერის ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. მიუხედავად თოვლიანი ამინდისა, პარკერმა აქცენტი ღია და ამავდროულად სადღესასწაულო ანსამბლზე გააკეთა.
ცოტა ხნის წინ სარა ჯესიკა პარკერი „ოქროს გლობუსის“ წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა. მსახიობმა დაჯილდოვებაზე Dolce & Gabbana-ს შავი ფერის საღამოს კაბა აირჩია.