მორჩა: პიონჩანგის ოლიმპიური თამაშები დამთავრებულია. ლამაზმა სალუტმა დაფარა სამხრეთ კორეული ქალაქის ცა და ესტაფეტა პეკინს გადაულოცა.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ოფიციალურად გამოაცხადა თამაშების დასრულება.
მან სტადიონზე შეკრებილებს და მილიონობით ტელემაყურებელს სიტყვით მიმართა.
ის ასევე სხვადასხვა ქვეყნის ათლეტებთან ფოტოების გადაღებით გაერთო.
ამასობაში კი დახურვის ცერემონია პოპულარულმა ჯგუფმა ЕХО-მ გააფორმა.
სტადიონზე უკრავდა ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი, ნიდერლანდელი მარტინ გარიკსი.
ხოლო ცერემონია სეტით კორეელმა DJ Smash-მა დაასრულა.
მომდევნო, 2022 წლის ოლიმპიური თამაშები პეკინში გაიმართება, რასაც არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი პრეზენტაცია მიეძღვნა.