2018 წელი სპორტული მოვლენებით დატვირთული იყო, სულ რომ არაფერი მსოფლიო ჩემპიონატი და ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართა და სხვაც ბევრი რამ მოხდა. აქ გადავხედოთ ულამაზეს ფოტოებს და ისე გავიხსენოთ გასული სპორტული წელიწადი.
6 იანვარი, პერუ. რალი „დაკარი“ უკვე 10 წელია სამხრეთ ამერიკაში ტარდება, იქ კი გულშემატკივრები უდაბნოშიც მოიძებნებიან.
20 იანვარი, ბარსელონა. „ესპანიოლისა“ და „სევილიის“, შუქისა და ჩრდილის თამაში.
15 თებერვალი, ოლიმპიადა. ფრანგი წყვილი ვანესა ჯეიმსი და მორგან სიპრე. ხელებს დააკვირდით.
22 თებერვალი, ოლიმპიადა. კორეული ავარია ქალების შორტ-ტრეკის ფინალში.
8 მარტი, ფლორენცია. „ფიორენტინას“ კაპიტნის დავიდე ასტორის დაკრძალვა.
29 მარტი, მელბურნი. ასეთი პეიზაჟით დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ვინ, სად და რას თამაშობს. ისე, ეს ავსტრალიური ფეხბურთია და 19 წლამდე ბიჭების თამაში.
15 აპრილი, ავსტრალიური გოლდ-კოსტი. აწვდის ინგლისელი სამუელ უოკერი.
2 მაისი, ბოსტონი, ბეისბოლის შემდეგ. ადგილობრივმა Red Sox-მა კანზასი დაამარცხა. მატჩის გმირს მუკი ბეტსს პარტნიორი წუწავს.
6 მაისი, ლონდონი. არსენ ვენგერის ბოლო მატჩი მშობლიურ სტადონზე.
9 მაისი, ბუენოს აირესი. „ბოკა ხუნიორსის“ ფანები ჩემპიონობას ზეიმობენ.
12 მაისი, ჰამბურგი. ფანების რეაქცია ისტორიაში ბუნდესლიგიდან პირველ გავარდნაზე.
17 მაისი, რომი. მუსოლინის ეპოქის ფსევდოანტიკური ქანდაკებები მაყურებელთან ერთად უყურებენ ჩოგბურთს.
19 მაისი, მატოზინიუში. პორტუგალიის რალი.
19 მაისი, ტორონტო. ადონის სტივენსონისა და ბადუ ჯეკის ჩხუბისას მსაჯს მოხვდა.
20 მაისი, ბარსელონას დაცარიელებული სცენა. ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ „კამპი ნოუს“ ემშვიდობება.
28 ივნისი, კალინინგრადი. ინგლისი ბელგიის წინააღმდეგ, ხედი ზემოდან.
3 ივლისი, ლონდონი. ინგლისელი ქალების კოშმარი: 1/8 ფინალში კოლუმბიამ ანგარიში 93- წუთზე გაათანაბრა. არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება.
კლივლენდში ამ დროს საშინელებაა – იქ ლებრონს ემშვიდობებიან.
15 ივლისი. მარიო მანჯუკიჩს გოლი საკუთარ კარში გააქვს.
ცნობილი სცენა ქოლგით დაჯილდოებისას.
4 აგვისტო, გლაზგო. ესპანელი სინქრონისტები ევროპის ჩემპიონატზე.
18 აგვისტო. ალეკსანდრ ემელიანენკოს სახე ტონი ჯონსონთან ჩხუბის შემდეგ.
24 აგვისტო, კოპენჰაგენი. ამერიკელი ენდი ჯონსი ოპერის თეატრის სახურავზე დადგმული 27 მეტრიანი კოშკიდან ხტება.
26 აგვისტო, ბელგიის გრან-პრი. ფერნანდო ალონსოს ბოლიდი შარლს ლეკლერის თავზე მიფრინავს. ყველა გადარჩა.
8 სექტემბერი. სერენა უილიმსის ისტერიკა US Open-ის ფინალში.
6 ოქტომბერი, ლას ვეგასი. ჰაბიბისა და კონორის ჩხუბი მარტივად ვერ დასრულდებოდა.
10 ნოემბერი. ლესტერი დაღუპულ მფლობელს იხსენებს.