ახალი წელი – ახლი ცხოვრებისეული ციკლის დაწყებას გულისხმობს, რომელსაც ყოველთვის ახალი იმედებითა და ოცნებებით ვხვდებით. რა თქმა უნდა, ოცნება ყველას განსხვავებული აქვს, თუმცა მათ, ვინც ჯერ კიდევ მარტოა, აუცილებლად დააინტერესებს ვისთან შეუიძლია 2018 წელს იდეალური ზოდიაქალური წყვილის შექმნა.
თხის რქა და კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნებს ძალიან ბევრი აქვთ საერთო – შრომისმოყვარეები, მომთმენები და ერთგულები არიან, ხშირად აქვთ მსგავსი მიზნები და აფასებენ სტაბილურობას, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ 2018 წელს მათი ურთიერთობა, მართალია, ცოტა მოსაწყენი, მაგრამ აუცილებლად იღბლიანი და წარმატებული იქნება, კონფლიქტებს კი, კომპრომისისა და ერთმანეთის პატივისცემის წყალობით დაძლევენ.
მერწყული და სასწორი
ზოდიაქოს ეს ნიშნები ყოველთვის საინტერესოდ ატარებენ დროს, საათობით შეუძლიათ ლაპარაკი და არასდროს ბეზრდებათ ერთმანეთი. მათი ურთიერთობის მთავარი გარანტორი ურთიერთნდობა და დათმობის უნარია, მით უფრო, რომ მარტოობით შეშინებულ სასწორი ყოველთვის პარტნიორის გვერდით ყოფნას ითხოვს, მერწყული კი, დიდად აფასებს მეგობრობას და საყვარელ ადამიანშიც პირველ რიგში საუკეთესო მეგობარს ხედავს.
თევზები და მორიელი
წყლის ორ ნიშანს იდეალურად ესმის ერთმანეთის. მართალია, აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები, მაგრამ ერთნაირი ფასეულობები აქვთ და ყოველთვის იზიდავენ ერთამენთს, 2018 წელს კი, ასტროლოგების მტკიცებით განსაკუთრებით მყარი იქნება მათი კავშირი, რადგან მხოლოდ თევზები შეძლებენ მორიელის აგრესიის შერბილებას, მორიელი კი, ერთგავრი მრჩეველის მისიას იკისრებს და თევზების წარმატების გარანტორიც გახდება.
კურო და კირჩხიბი
კუროსა და კირჩხიბის კავშირი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რამდენად ჰარმონიული შეიძლება იყოს ურთიერთობა სხვადასხვა სტიქიის ნიშნებს შორის, რომელთაც საშინლად არ უყვართ კონფლიქტი, საღად უყურებენ რეალობას და ყოველთვის მხარში უდგანან ერთმანეთს. ერთადერთი, რამაც 2018 წელს შეიძლება გააფუჭოს მათი ურთიერთობა ერთ-ერთი პარტნიორის ზედმეტი კონცენტრირებაა დასახულ მიზნებზე.
ვერძი და მერწყული
საკმაოდ სუსტი ენერგიის პატრონ ვერძს და მერწულს ნაკლები ემოციები აქვთ და არასდროს მოსდით კონფლიქტი. ასე რომ, 2018 წელიც საკმაოდ მშვიდი და სტაბილური იქნება მათთვის, ნაკლებად დაინტერესდებიან მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებით და ერთმანეთით გატაცებული მთელ დროს მხოლოდ ერთმანეთს დაუთმობენ.
ტყუპები და მერწყული
სტაბილურ მერწულს ძალიან ხიბლავს თავქარიანი ტყუპები, ამიტომ მათი კავშირიც ყოველთვის მსუბუქი და მრავალფეროვანია. ზოდიაქოს სწორედ ეს ნიშნები შეძლებენ მომავალ წელს ერთი ნახვით შეყვარებას და სწრაფად დაქორწინებას.
კირჩხიბი და მორიელი
მართალია, ემოციური კირჩხიბი და მორიელი ხშირად კამათობენ, მაგრამ 2018 წელი იდეალური იქნება მათთვის, რადგან საერთო ინტერესების და შეხედულებების წყალობით, არა მხოლოდ გაუგებენ ერთმანეთს, არამედ საერთო საქმესაც გამონახვენ, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს მათ ურთიერთობას.
მშვილდოსანი და ლომი
კირჩხიბისა და მორიელისგან განსხვავებით, მშვილდოსანი და ლომი სწრაფად ივიწყებენ წყენას, თუმცა, აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ სიყვარულზე – ლომი ყველაფერში სტაბილურობას ეძებს, მშვილდოსანი კი, პირიქით, მუდმივად ახალი ემოციების ძიებაშია. თუმცა, მომავალი წელი იმდენად ჰარმონიული იქნება წყვილისთვის, რომ სულსწრაფი და თავქარიანი მშვილდოსანი ნაკლებად დაიწყებს ახალი თავგადასავლების ძებნას.
ქალწული და კურო
ქალწული და კურო ყოველთვის იდეალურად ავსებდნენ ერთმანეთს და არც 2018 წელი იქნება გამონაკლისი, რადგან მშვიდი და სტაბილური ურთიერთობა პირველ რიგში ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე იქნება დამყარებული.
სასწორი და ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნებს პირველ რიგში ერთმანეთის ინტელექტი და იუმორი ხიბლავთ, რადგან ორივეს ძალიან უყვარს ახლის შეცნობა და აღმჩენების გაკეთება. ასე რომ, მომავალი წელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება, წყვილს საერთო გატაცება გაუჩნდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მათ ურთიერთობას.
მშვილდოსანი და ვერძი
კომუნიკაბელურ და მრავალფეროვნების მოყვარულ მშვილდოსანსა და ვერძს ერთად ფანტაზიორობა, სამომავლო გეგმების დასახვა მოსწონთ და სწორედ ეს ეხმარებათ წინსვლაში. მართალია, ცეცხლის ნიშნებს საკმაოდ ბევრი სირთულე შეხვდებათ მომავალ წელს, მაგრამ მათი დაძლევის ძალას სწორედ ერთმანეთში იპოვიან.
თევზები და კირჩხიბი
ზოდიაქოს ეს ნიშნები ერთნაირად ემოციონალურები არიან და მართალია, ორივეს კარგად გამოსდის საკუთარი გრძნობების დამალვა, მაგრამ ერთმანეთთან ყოველთვის შეუძლიათ გულახდილი საუბარი. სწორედ გულწრფელობით და ურთიერთნდობით შეძლებენ 2018 წელს საკუთარი ურთიერთობის გადარჩენას, როცა გარკვეული საფრთხე შეემნება მათ იდეალურ წყვილს.