LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ათი ყველაზე უსართხო ავტომობილი

91

ორგანიზაციამ Insurance Institute for Highway Safety (IIHS) მიმდინარე წელს რამდენიმე ათეული 2018 წლის სამოდელო რიგის ავტომობილი დაამტვრია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების ტოპ-10-ში არა მხოლოდ პრემიალური მოდელები, არამედ მასობრივი სეგმენტის წარმომადგებლებიც შევიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია IIHS რეიტინგს Top Safety Pick+ ანიჭებს მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებმაც ქრაშ-ტესტების შედეგად მხოლოდ „კარგი“, ან „შესანიშნავი“ შეფასება მიიღეს.

2017 წელს ტესტირების ჩამონათვალში მგზავრის მხრიდან ნაწილობრივ ბარიერთან შეჯახება დაემატა. ასევე ცალკეული მოთხოვნები დაუწესეს წინა ოპტიკასაც. ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებს უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო თავის მისადებები, დამაკმაყოფილებელი სახურავის სიმყარე და ფრონტალული შეჯახების თავიდან არიდების ხარისხიანი სისტემა.

პირველი ადგილი რეიტინგში ბავარიულმა პემიალურმა სედანმა BMW 5-Series დაიკავა, რომლის საბაზო შესრულებაც 2.0 ლიტრიანი ძრავით არის წარმოდგენილი. ძრავი 249 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, აქვს რვა საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია და სრული ამძრავის სისტემა. უსაფრთხოების მიხედვით, ექსპერტებმა ბავშვებისა და წინა რიგის მგზავრების მაღალი ხარისხის დაცვა აღნიშნეს.

რეიტინგის მეორე პოზიცია კორეულმა პრემიალურმა სედანმა Genesis G80 დაიკავა.

მოდელმა ფრონტალური შეჯახების თავიდან არიდების სისტემის შესანიშნავი მუშაობა დააფიქსირა.

ლიდერთა სამეულს 2018 წლის სამოდელო რიგის Toyota Camry ასრულებს. IIHS-ის ექსპერტების ყურადღება უსაფრთხოების სისტემას Toyota Safety Sense ერგო.

ტოპ ხუთეულში ასევე Mercedes-Benz GLC და Mercedes-Benz E-Class დასახელდნენ.

IIHS-ის ვერსიით ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების ჩამონათვალს Subaru Impreza და ქროსოვერი Subaru Outback, KIA Soul, KIA Cerato და Hyunda Santa Fe Sport ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები