დღეისათვის, დაცული ტერიტორიების არსებული ფართობი 596 156 ჰექტარს, გეგმარებითი ფართობი კი, 656 398 ჰექტარს შეადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს დაგეგმილია შემდეგი ტერიტორიების გაფართოება:
- ყაზბეგის ეროვნული პარკი
- ჯავახეთის ეროვნული პარკი
- ალგეთის ეროვნული პარკი
2018 წლის ბოლომდე მომზადდება კანონპროექტები გეგმარებითი დაცული ტერიტორიებისთვის:
- რაჭის დაცული ტერიტორიები
- სვანეთის დაცული ტერიტორიები
- ერუშეთის დაცული ტერიტორიები
- რიონის დაცული ტერიტორიები
- სამეგრელოს ეროვნული პარკი
- გურიაში, პონტოს მუხის აღკვეთილი
ბიომრავალფეროვნების კუთხით, დაცულ ტერიტორიებზე 2018 წელს იგეგმება შემდეგი
პროექტების განხორციელება: - ჯიხვების მონიტორინგი
- კეთილშობილი ირმების მონიტორინგი
- ჯეირნის აღდგენა
- იმერული მუხის აღდგენა
- შავი ზღვის ძუძუმწოვრების მონიტორინგი
- კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების წარდგენა UNESCO-ს ბუნებრივი
მემკვიდრეობის სიაში; 10 ადგილის ნომინირება – 5 დაცულ ტერიტორიაზე, ფართობით: 75 000 ჰექტარი