LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა

77
xidi

2018 წელს ჯამში, 182.2 მლნ ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.

პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია:

  • ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა – პროექტზე გასულ წელს ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, თუმცა გამოცხადებული ტენდერი 3-ჯერ ჩაიშალა.
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა- წლიური გეგმა: 10 მლნ ლარს შეადგენდა.
  • მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა- წლიური გეგმა: 5 მლნ ლარი.
  • ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა- მოდერნიზაცია -25 მლნ ლარი.
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა-53 მლნ ლარი.
  • მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა: 10 მლნ ლარი
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა- 25 მლნ ლარი
  • საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი-1 მლნ ლარი
  • ქობულეთის წყალარინების პროექტი- 3 მლნ ლარი
  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი-10,2 მლნ ლარი
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 4 მლნ ლარი
  • თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22- კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25 მლნ ლარი

12 თვის გეგმის მხოლოდ 1% დაიხარჯა ქუთაისის წყალინარების პროექტზე, რომლის გეგმა 3 მილიონ ლარს, შესრულება კი მხოლოდ 41,390 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 1.9 მლრდ ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები