LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის იუბილე Harper’s Bazaar–ის გარეკანზე – ჯულია რობერტსის ულამაზესი ფოტოსესია

ჯულია რობერტსი მალე 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვარსკვლავი ჟურნალ Harper’s Bazaar-ის ნოემბრის ნომრის მთავარი გმირია, რომელმაც გამოცემას გულახდილი ინტერვიუ მისცა და ულამაზესი ფოტოებიც გადაიღო. რობერტსის თქმით, კარიერაში წარმატების მიღწევაში მას მეუღლე, კინოოპერატორი დენიელ მოდერი დაეხმარა.

ის ჩემი ადამიანია. მისი გამოჩენით ჩემს ცხოვრებას აზრი გაუჩნდა. მხოლოდ მისი დახმარებით გამომდის ის, რაც გამომდის. მის გაცნობამდე ეგოისტი ვიყავი, თუმცა სწორედ დებიელმა მაიძულა, ყველაფრისთვის სხვაგვარად შემეხედა“, – განაცხადა ჯულიამ.

მიუხედავად ამისა, მსახიობი აღიარებს, რომ გადასაღებ მოედანზე მეუღლესთან ერთად მუშაობა გაუჭირდა და გადაღების პროცესში ბევრს ნერვიულობდა.

ძალიან მეშინოდა, რადგან ჩემს წინ იყო ადამიანი, რომლის თვალშიც შთაბეჭდილების მოხდენა ყველაზე მეტად მინდოდა“, – განმარტა რობერტსმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და ოპერატორმა 2004 წელს იქორწინეს. მათი სამი საერთო შვილი ჰყავთ.