LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Stimmhalt: ქართველი დიჯეი საერთაშორისო წარმატებით

გადაცემა After-ის სტუმარი დავით ღვაბერიძე, იგივე Stimmhalt იყო. საუბარი დიჯეის საქმიანობის გარშემო წარიმართა.

 

ჩვენს სტუდიაში ბოლოს 2 წლის წინ იყავი… რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?
– ამერიკაში ვიყავი. ყოველთვის მაინტერესებდა ადგილობრივი მუსიკა და ბევრი სხვა რამ. თქვენთან სტუმრობიდან 2 კვირაში გავემგზავრე.

სიეტლში ვცხოვრობდი და კლუბში ვიყავი რეზიდენტი. ახლოს არის ვანკუვერი, სადაც ელექტრონული მუსიკა ძალიან განვითარებულია. ერთ-ერთმა ლეიბლმა მოწვევა გამომიგზავნა და მას შემდეგ ვთანამშრომლობთ.
პროდაქშენის მხრივ რა სიახლეებია?
– ეს ამბავი იქ დავიწყე და აქ დავამთავრე.
– კოლაბორაცია თუ გქონდა?
– რემიქსები გავაკეთე ადგილობრივების ნამუშევრების და რელიზდება ჩვეულებრივად დღესაც.
ამერიკაში საკმაოდ წარმატებულ არტისტებთან დაუკარი. რა ფესტივალი იყო?
– ეს იყო 2015 წელს, Decibel festival, რამდენიმე დეითი მქონდა, სადაც Nicolas Jaar-იც გამოდიოდა.  იმ დღეს ლაინ აპში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
– როდესაც ჩამოხვედი, რადიკალურად შეცვლილი სიტუაცია დაგხვდა…
– სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც „ბასიანზე“ მოვხვდი. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი ხალხი დადის და ეს ძალიან კარგია. ასეთი ტემპებით თუ გავაგრძელეთ განვითარება, ძალიან კარგი იქნება. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივ მუსიკოსებს, ეს არის მტავარი.
– ქართველ დიჯეებზე რას იტყვი?
– ყველას აქვს ძალიან კარგი ენერგეტიკა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხი უნდა გააბედნიერო, ეს არის მთავარი.
– რატომ ჩამოხვედი საქართველოში უკან?
– მომენატრა აქაურობა. რომ ჩამოვედი, წასვლაზე აღარ მიფიქრია. იმდენად მინდა, რომ აქ გავაკეთო რაღაც ახალი, რომ წასვლაზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. ევროპისკენ კიდევ შეიძლება.
– კონკრეტულად?
– ჩემი ახალი რელიზით დაინტერესდა ბევრი ევროპული კლუბი და მეკონტაქტებიან. მაგალითად, დეკემბერში ბერლინში მივდივარ.
როგორც ვიცი, ამერიკაში „მარიხუანას ფესტივალზე“ მოხვდი…
– კი, სავსე იყო მუსიკისა და მოსაწევის მოყვარულებით იქაურობა. სნუპ დოგიც გამოდიოდა და მან მიიზიდა ბევრი, რა თქმა უნდა.
რაც ჩამოხვედი, რას საქმიანობ?
– ვაკეთებ რემიქსებს საკმაოდ კარგი ლეიბლებისთვის.
რის მიხედვით არჩევ არტისტებს?
– ჯერ ვიცნობ კარგად და საერთო ინტერესების აღმოჩენის შემდეგ გადავდივართ ურთიერთობის ახალ ეტაპზე
წარმატებებს გისურვებთ.
შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი