Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სექტემბერი 10, 2017 – გვერდი 2 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა ჟეშოვში ბრიფინგი გააუქმა და საზღვრისკენ გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა და საზღვარზე, პშემისლში, გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

დღეს, დილიდან, პოლონეთში სააკაშვილთან ერთად იმყოფება ევროპარლამენტარი სარიუშ ვოლსკი, რომელიც მისთვის  სოლიდარობის გამოსახატავად სპეციალურად ჩავიდა.

ევროდეპუტატის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სააკაშვილის მხარდაჭერა, რათა მას უკრაინაში მშვიდობიანად დაბრუნების საშუალება მიეცეს.

ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტში მიჰყვება. მასთან ერთად არიან უკრაინული პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო, რომელიც აცხადებს, რომ  ამ ვიზიტისა და მხარდაჭერის მთავარი მიზანი უკრაინის, კონსტიტუციისა და თითოეული ადამიანის დაცვაა.

ის აღნიშნავს, რომ “მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას იმიტომ, რომ უკრაინაში სამომავლოდ პოლიტიკური რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ აღმოიფხვრას”.

სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან მისი მეუღლე და 11 წლის შვილი.

საზღვარზე, უკრაინის მხრიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლონეთის მხრიდან გუშინდლიდან იკრიბებიან სააკაშვილის მხარდამჭერები. მათ ღამე კარვებში გაათენეს და აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარზე “ტიტუშკების” მობილიზება მოახდინა, რომლებიც ვითარების არევას და დესტაბილიზაციას ცდილობენ.