სურამში ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა. მათ მანქანა ტროტუარზე დაეჯახა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.