„თეატრალურის კვარტეტი“ და „ფორტე“ ერთობლივ კონცერტს მართავენ. ღონისძიება „ოტიუმშია“ დაგეგმილი 23 ივლისს, 20:00 საათზე. კონცერტის მიმდინარეობისას ორივე ანსამბლის ყველაზე ცნობილი სიმღერები შესრულდება.
„თეატრალურის კვარტეტი“ ბოლო დროს ძირითადად მოსკოვშია, სადაც ცნობილ ქართულ რესტორანში „არაგვი“ „არაგვი ბენდის“ სახელით გამოდის. არც „ფორტეს“ კონცერტებით არის განებივრებული მათი შემოქმედების თაყვანისმცემელი, ასე რომ მათთან შეხვედრის კარგი საშუალება გექნებათ.