„ქუჩის ბიჭები“ საკმაოდ აქტიურ საკონცერტო ტურნეში არიან, საზღვარგარეთაც აქვთ კონცერტები და საქართველოშიც.
19 ივლისს ქობულეთის კულტურის სახლში კიდევ ერთ ღონისძიებას გამართავენ, თუმცა ის ამჯერად საქველმოქმედო იქნება. კონცერტიდან შესული თანხა სრულად გადაეცემა თეონა ჩხარტიშვილს. ბილეთის ფასი 15 ლარი გახლავთ.
კონცერტზე „ქუჩის ბიჭები“ თავიანთი რეპერტუარიდან ყველა ცნობილ სიმღერას შეასრულებენ, რომელთა განახლებული ვერსიებიც აქვთ ჩაწერილი.