ფრანგული ჯგუფის „მოჯოს“ ვოკალისტი, მუსიკოსი იან დესტალი საქართველოში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის იუბილესა და „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვების ცერემონიისთვის ჩამოფრინდა. ის 20 ივნისს მუსიკალური ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება.
როგორც რადიო „ფორტუნაში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიკოსმა განაცხადა, ძველ სიმღერებთან ერთად, რომელთაგან ქართველ მსმენელს გამორჩეულად „Lady“ უყვარს, მან გადაწყვიტა, რომ ახალი სიმღერებიც წარმოადგინოს. მუსიკოსი საქართველოში ბევრჯერ არის ნამყოფი, გამართული აქვს კონცერტები თბილისსა და ბათუმში. „ფორტუნას“ შეკითხვაზე, ხომ არ განიხილავს ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, იან დესტალმა უპასუხა, რომ თუკი ამგვარი შესაძლებლობა გაჩნდება, ის სიამოვნებით ითანამშრომლებს ქართველ შემსრულებლებთანაც და ერთობლივ პროექტზეც იფიქრებს. ვრცლად