მომღერალი ჯაბა ბოჯგუა წლებია, მძიმე მდგომარეობაშია, ის ლოგინადაა ჩავარდნილი და მას დედა უვლის. ოჯახს არანაირი ფინანსური საშუალება არ გააჩნია, რომ ჯაბას მკურნალობის კურსი დააფინანსოს, რაც მომღერლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია.
კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის ინიციატივით, ქართული შოუბიზნესის წევრები ჯაბა ბოჯგუას ოჯახის დასახმარებლად ერთიანდებიან. 14 ივნისს, რესტორან „ოტიუმში“, გაიმართება კონცერტი, სადაც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას – მათ შორის ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე, კახა კუხიანიძე, ია ტომაში, მაგდა ვასაძე, ქრისტინე მარტიაშვილი და სხვები.
ბილეთის ფასი 30 ლარია. შეგროვებული თანხა მთლიანად გადაეცემა მომღერლის ოჯახს.