LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუხიანიძე: „ეს „ოქროს ტალღის“ გამო ჩავიდინე…“

Ardaidardo.Ge

კახა კუხიანიძე „ოქროს ტალღაზე“ წარდგენილია სიმღერით „შენამდე“. მომღერლისთვის „ოქროს ტალღა“ მნიშვნელოვანი კონკურსია. ამის შესახებ თავად გვითხრა, როცა გაგვიმხილა, რომ სიმღერა „შენამდე“ რადიოეთერში წინა წლის ბოლოს სწორედ იმიტომ მიიტანა, რომ „ოქროს ტალღაზე“ მოხვედრის შანსი ჰქონოდა.


კახა კუხიანიძე:

პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ სიმღერა „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი. სიმღერა ეკუთვნის მაიკო კაჭკაჭიშვილს, ტექსტი – თემო საჯაიას, აკომპანირება – პაატა ანდრიაძეს.

სიმართლე გითხრა, ძალიან ვეცადე, რომ 2016 წელს დაფიქსირებულიყო ეს სიმღერა. მართალია, 2017 წელს გამოვიდა ვიდეოვერსია, მაგრამ წინა წლის 31 დეკემბერს გავუშვით რადიოეთერში
და ეს სხვათა შორის, „ოქროს ტალღის“ გამო ჩავიდინე. ძალიან მინდოდა, რომ ეს სიმღერა ამ კონკურსზე ყოფილიყო.

ზოგადად, ძალიან მომწონს „ოქროს ტალღა“. შარშანაც იყო ჩემი სიმღერა „ამ გულს“ წარდგენილი. ვეცადე, რომ წელსაც ვყოფილიყავი აქტიური ამ კონკურსზე.

რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ნომინაცია მოიპოვოს ამ სიმღერამ. მოხარული ვიქნები ნამდვილად. მინდა, „ოქროს ტალღას“ წარმატება ვუსურვო, ასევე ჩემს კოლეგებსაც. ეს არის ჩვენი
სტიმული და რაც მეტი იქნება მსგავსი კონკურსი, მით უფეო მეტად ვიაქტიურებთ ჩვენც.

მე ვენდობი და მჯერა „ფორტუნას“ რადიოჰოლდინგის გამოცდილების და იმედია, რომ იქნება ობიექტურობა. ზუსტად შეირჩევა სიმღერები და გაიმარჯვებს ის სიმღერები, რომლებიც იმსახურებს გამარჯვებას. ჩემი და ალბათ, ჩემი ყველა კოლეგის სურვილი იქნება, რომ ყოველ წელს უფრო გრანდიოზული და განსხვავებული იყოს ეს კონკურსი, მე მჯერა ამისი.

ნინო მურღულია