LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას ”რადიო დუეტი” პაატა ოდიშვილი და ფატი ბროლაშვილი ესტუმრნენ

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” პაატა ოდიშვილი და ფატი ბროლაშვილი ესტუმრნენ.


დუეტი მოგვიტანეთ, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

ფატი: – ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ. დუეტი ყოველთვის გვინდოდა. რაღაც მიზეზების გამო სულ გადადება გვიწევდა. ზაზა გოჩიტაშვილთან ჩავწერეთ დუეტი.


პაატა, პირველად ხარ ჩვენს ეთერში, გაგვაცანი უკეთ შენი თავი…

მომღერალი ვარ, სიმღერა გვიან დავიწყე – მერვე-მეცხრე კლასიდან. ვწერ სიმღერებაც. რასაც მე ვმღერი, ჩემი დაწერილია. ჩემი ოცნება იყო სიმღერა ჩამეწერა და რადიოში დატრიალებულიყო,
სხვა ამბიცია არ გამაჩნდა. ოცნების ასასრულებლად მეგობარმა დამაფინანსა, ჩავწერე ”სანო” სტუდიაში და საკმაოდ პოპულარული გახდა. საუბარია სიმღერაზე ”მე შენ მიყვარხარ”. მთლიანობაში ექვსი სიმღერა მაქვს. მიწვევები მაქვს ხოლმე საბერძნეთიდან, ვმღერი სხვადასხვა კორპორატიულ საღამოზე.


”მიყვარხარ და მეყვარები” – ასე ჰქვია თქვენს ერთობლივ ნამუშევარს…

ფატი: – სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი მე ვარ. ძალიან მიყვარს პაატა ოდიშვილი და მინოდა მასთან მემღერა. საყვარელ ადამიანს მივუძღვენი, დაახლოებით ერთი თვის წინ
დავწერე. ზაზა გოჩიტაშვილს მინდა მადლობა გადავუხადო.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პაატა: -გვაქვს სიმღერები, თუმცა ფინანსების არ ქონის გამო ჯერ ვერ ვწერთ.

ფატი: – მეც ასევე, ბევრი სიმღერა მაქვს, თუმცა ვერ ვახერხებ ჩაწერას.


ფატი ბროლაშვილი & პაატა ოდიშვილი – მიყვარხარ და მეყვარები

AudioFATI BROLASHVILI PAATA ODISHVILI – MIYVARXAR DA MEYVAREBI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiopaataodishvilidueti


ფატი ბროლაშვილი – სიზმარი. Live

პაატა ოდიშვილი – მე შენ მიყვარხარ. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge