Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აპრილი 18, 2017 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ძალიან მიყვარს ღვინო, ძალიან, ხანდახან მესიზმრება კიდეც”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” მამუკა ონაშვილი ესტუმრა. გადაცემის ერთი საათი ძალიან მხიარული გამოდგა. გირჩევთ, რომ ჩანაწერს მოუსმინოთ და თქვენც იხალისოთ, ამონარიდები კი შეგიძლიათ აქაც წაიკითხოთ.


ვცდილობ, როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, ჩემი თავიც გავახალისო და გარშემომყოფებიც. მანამ, სანამ სხვა თემებზე გადავალთ, მინდა, მთელს საქართველოს მივუსამძიმრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.


მამუკა, ხშირად ხარ ხოლმე თამადა, რითია განთქმული ქართული სუფრა სასმელის მხრივ?

ძალიან ხშირად ხდება, რომ დილიდან ტელეფონი არ ჩერდება, ხდება ისე, რომ მხოლოდ სამეგობრო იკრიბება და მიდის კაცური პურის ჭამა. კაცურად არის პატარა ბილწსიტყვაობაც, მაგრამ, როგორც კი რომელიმე მეგობარი გადაწყვეტს მანდილოსანი შემოგვიერთდეს, აი მაშინ იწყება ლამაზი ურთიერთობა – ღვინო და ქალები. მე ვიტყოდი, ღვინო, დუდუკი, მეგობრები და ქალები.


ხშირად ამბობენ შავ ღვინოზე უარს…

ძალიან მიყვარს ღვინო, ძალიან, ხანდახან მესიზმრება კიდეც. უბრალოდ, სიმართლეს გეტყვი, ვსვამ, ვსვამ, ვსვამ… მაგრამ ბახუსში ვერ შევდივარ. ამიტომ მირჩევნია კარგი ვისკი მივირთვა, ან კარგი კონიაკი მივიღო. თუ მაგარი ღვინოა, იქ იწყება ”ლომების პარადი”.


მუსიკის როლი….

ათი კაცი თუ ვსხედვართ რვა მღერის, ოთხი უკრავს. ჯერ ბახუსმა უნდა ”გახსნას”, შემდეგ არის მეორე, მესამე საფეხური, როგორც კი მეოთხე საფეხურთან ”მიხვალ”, აღარ ელოდები და იწყებ სიმღერას.


მამუკა, ახალი სიმღერა მოგვიტანე…

ეს არ არის ახალი სიმღერა, მე და ზურა დოიჯაშვილი ვასრულებთ. არსად არ გაჟღერებულა ამ დრომდე. გამოშვებულია ალბომის სახით, ჩაიწერა ჩვენი ებრაელი ძმებისთვის. ალბომი ჩემს არქივში აღმოვაჩინე. სიმღერა ნუგზარ ერგემლიძეს ეკუთვნის.


მადლობა, რომ მოხვედი…

მადლობა ”არ დაიდარდოს”, შენ, გიორგის. მადლობა ჩემს მსმენელს, მიყვარხართ, გეფერებით, საქართველოში ვარ, ვმუშაობ და კიდევ ბევრი სიახლით გაგახარებთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiogvinodudukikalebi-1

ღვინო, დუდუკი, ქალები – ლაშა რამიშვილის ახალი გადაცემა და პირველი სტუმარი მამუკა ონაშვილი


ღვინო, დუდუკი, ქალები – მამუკა ონაშვილი. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge