LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოკოჰამა ჯორჯია გვირჩევს: როგორ მოვემზადოთ გაზაფხულისთვის

„ჩვენ არ ვატყუებთ მომხმარებელს, ვუწევთ საჭირო კონსულტაციას და ისინი კმაყოფილები არიან“

კომპანია იოკოჰამა  ჯორჯიას ძირითადი საქმიანობა  ავტომობილების ზეთებით, ფილტრებით, საბურავებითა და დისკებით ვაჭრობაა.

კომპანიაში რამდენიმე ცნობილი იაპონური ბრენდია წარმოდგენილი მათ შორის, იოკოჰამასა და როდსტოუნის საბურავები, რომლებიც დაბალ ფასს და მაღალ ხარისხს გვთავაზობს.

მომხმარებელს იოკოჰამა ჯორჯიაში ყველა სეგმენტისთვის განკუთვნილი ზეთების შეძენა შეუძლია.

იოკოჰამას წარმომადგენელი სოსო ბიბილაშვილი ავტოდილერის მსმენელს ურჩევს, რომ გაზაფხულს ზამთრის საბურავებით არ შეხვდნენ და უკვე დაიწყონ ზრუნვა ავტომობილების მოსამზადებლად.

როგორც „ავტოდილერთან“ სოსო ბიბილაშვილმა განაცხადა, მათ ცენტრში საბურავების ღირებულება 90 ლარიდან იწყება.

იოკიოჰამას ცენტრი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში 20–ე კმ=ზე მდებარეობს და გარდა პროდუქციის რეალიზაციისა, მომხმარებელს სთავაზობს ზეთებისა და საბურავების შეცვლას.

ვრცლად იხილეთ გადაცემის ჩანაწერი: