Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მარტი 31, 2017 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგება

Ardaidardo.Ge

გახმაურებული საქმეების ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს რადიო „არ დაიდარდოს“ სტუმარია და საკუთარ ლექსებსა და მელოდიებზე შექმნილი ალბომის პრეზენტაციას გეგმავს.დიდი ხანია, რაც სიმღერებს წერს, თუმცა ამ დრომდე არ გქონია მათი გამომზეურების სურვილი.


დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, რომლის პირველადი პროფესია არა იურისპრუდენცია, არამედ მუსიკოსობაა, მუსიკის წყალობით იმ სტრესისგან თავისუფლდება, რაც ადვოკატობას
ახლავს…

„არ დადარდოში“ ეთერამდე მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.


მიხეილ რამიშვილი:

ორი ალბომი გაკეთდა, ერთში ჩემ მიერ დაწერილი სიმღერები გაერთიანდა. დიდი ხანია, მელოდიებსა და ლექსებს ვწერ, მეოთხე კლასიდან, მაგრამ არასდროს მქონია მათი გამომზეურების სურვილი. მამაჩემი თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში მთხოვდა, რომ მსმენელის წინაშე წარმედგინა. ახლა გადავწყვიტე, ავასრულე მამის ეს თხოვნა და გამოვეცი ალბომი.

რაც შეეხება მეორე ალბომს, იქ შევიდა ოთარის საუკეთესო სიმღერები, რომლებიც ფრანგულად ნინო ნიკოლაშვილმა თარგმნა. გარდა ვოკალისა, აქ საინტერესო ინტრუმენტული
ნამუშევრებიცაა, უკრავს ვიოლინო და აკორდეონი, ასევე სხვა ინსტრუმენტები. ფრანგული შანსონის სტილშია გაკეთებული. ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ოთარის ლექსები ბროშურად გამოიცა და საფრანგეთში გადავგზავნეთ. იგეგმებოდა გარკვეული ფორმით იქაც პრეზენტაცია, მაგრამ ჩემი პროფესიის და დაკავებული გრაფიკის გამო ჯერჯერობით ვერ მოხერხდა (იღიმის).


მუსიკოსობა რატომ არ გააგრძელეთ, მეორე პროფესიის შეძენა რატომ გახდა საჭირო?

კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, გახლავართ ალტისტი. ჩემი პროფესია მქონდა, ვუკრავდი ორკესტრში, შემდეგ ისეთი პერიოდი დადგა, რომ კლასიკურ მუსიკას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩემთვის მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილად დარჩა. სიმართლე გითხრათ, ადვოკატობა ხელოვნებისგან დიდად არ განსხვავდება, საერთო აქვს შემოქმედება. როცა ცდილობ დაამტკიცო, რომ ადამიანი უდანაშაულოა, უნდა გქონდეს შემოქმედებითი ხედვა, როგორ მიაწოდო მოსამართლეს, აგრძნობინო, რომ ადამიანი უდანაშაულოა. იურისტობას არ აღვიქვამ, როგორც კანონის ზეპირად სწავლა. როგორც მუსიკოსებს აქვთ შემოქმედებითი წვა, ისევეა ჩემთვის ადვოკატობა.


ეს სამსახური ძალიან სტრესული არ არის? მით უმეტეს, ბოლო პერიოდს თუ გავითვალისწინებთ…

რასაკვირველია, მაგრამ მუსიკა ძალიან მეხმარება ამ სტრესისგან გათავისუფლებაში. დღე არ გავა, რომ არ ვიმღერო და რაიმე ახალი არ შევქმნა. მძიმე ჩემი სამსახური ერთი ნიშნითაა, როცა უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან და სამართალს ხშირად სხვა ხედვა აქვს, ბევრი მოსამართლე ვერ იღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას. დანარჩენი კუთხით ეს პროფესია სასიამოვნო და საინტერესოა.


Ardaidardo.Ge

დღეს „არ დაიდარდოში“ რას წარადგენთ?

ჩემ მიერ დაწერილ სიმღერებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შევქმენი. ტექსტებიდან ზოგი მამაჩემისაა, ზოგიც – ჩემი.


არ გეშინიათ, რომ ოთარ რამიშვილს შეგადარებენ?

არა, ოთარი ოთარია!. მას ვერავინ შეედრება. პრეტენზია არ მაქვს ესტრადის მომღერლობაზე. მუსიკოსობა გენეტიკურად მომდგამს. მას ჩემს პროფესიას არ მივიჩნევ, ეს არის ჩემი ცხოვრების
თანმდევი, ბედი, რომელიც ღმერთმა მარგუნა.

მამის ჩრდილქვეშ არასდროს გიგრძნიათ თავი?

ასე არ გამოვდივარ და არ ვამბობ, რომ ოთარ რამიშვილის შვილი ვარ. ვამბობ, მიშიკო ვარ რამიშვილი-მეთქი. თუკი ვინმე მეტყვის, ოთარის შვილი ხარო, თავს დავუქნევ და ვუპასუხებ, დიახაც, ოთარ რამიშვილის შვილი ვარ (იღიმის). სამი ძმა ვართ, ისე ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ, რომ არავის ჰქონდეს სათქმელი, ოთარ რამიშვილს არ ეკადრებოდაო. ზუსტად ისე ვცხოვრობთ, რომ მისი სულისა და სახელისთვის კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ყველას ეამაყება, იციან, რომ ოთარს ისეთი შვილები ჰყავს, როგორიც ეკადრება.


საზოგადოების აზრი გაინტერესებთ თქვენს ნამუშევრებზე?

რასაკვირველია, გემოვნების მიუხედავად, ყველას მოსაზრება მაინტერესებს. ვიცი ერთი რამ, არა მგონია, ვინმეს შეეზიზღოს ეს სიმღერები. ეს არის სასიყვარულო სიმღერები, გრძნობებს ზოგი
საუბრით გამოხატავს, ზოგი – სიმღერით.


ანუ რომანტიკოსი ყოფილხართ…

ასე გამოდის (იღიმის).

Live – მოუსმინეთ პირდაპირ ეთერს

 

ნინო მურღულია