LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სეიშენი“ შოუბიზნესში გრანდიოზული პროექტებით ბრუნდება

Ardaidardo.Ge

ჯგუფი „სეიშენი“ კონცერტებზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. რა გახდა მათი შემოქმედებითი ტაიმ-აუტის მიზეზი და რას საქმიანობენ ახლა მომღერლები, ამის გასარკვევად „არ დაიდარდო“ ზაზა ბანძელაძეს დაუკავშირდა:


– ზაზ
ა, რა სიახლეებია „სეიშენის“ შემოქმედებაში?

– აქტიურად ვმუშაობთ ახალ ალბოზმე, რომელიც დათო ფორჩხიძის სტუდიაში იწერება. 12 ახალ სიმღერას ვწერთ, რომელიც მაისის ბოლოს გამოვა.


– დათო ფორჩხიძის სიმღერებიც შევა ალბომში?

– რა თქმა უნდა. დათო არის ის მუსიკოსი, რომლის მიერ, შექმნილმა ჯგუფმა „სახემ“ გადაგვაწყვეტინა ჩვენ ჯგუფის გაკეთება, გაგვიჩნდა კონკრეტული მიზნები და ასე მოვხვდით შოუბიზნესში. ამის გარდა ის უნიჭიერესი მუსიკოსია, რასაც მის მიერ შექმნილი ჰიტებიც ადასტურებს.


– ვისი იდეა იყო დათო ფორჩხიძესთან თანამშრომლობა?

– ჩვენი იდეა იყო მასთან თანამშრომლობა. მოხარულები ვართ, რომ ეს შედგა. მალე ხალხიც ნახავს ჩვენს ერთობლივ პროექტს და რამდენიმე ვიდეორგოლსაც გადავიღებთ.


– ვინ იქნება ვიდეორგოლების რეჟისორი, ისევ კიკალა?

– არა, ჯერჯერობით არ ვიცით. ვნახოთ ვინ უფრო კარგ იდეას შემოგვთავაზებს. ყველაზე კარგი ის არის, რომ საკუთარი ინვესტიციის ჩადება შეგვიძლია საქმეში და
არავიზე არ ვართ დამოკდიებული.


– რას გულისხმობთ, ფინანსებს?

– დიახ.


– საიდან გაქვთ საკუთარი პროექტების დაფინანსების ფული?

– ჯგუფის წევრები ბიზნესში ვართ, საბედნიეროდ კარგი შემოსავალიც გვაქვს.


– პირადად თქვენ რა ბიზნესი გაქვთ?

– ასე ვერ ვისაუბრებ. რამდენიმე სახის ბიზნესი მაქვს, როგორც ადგილობრივი, ისე ინტერნეტით.


– მილიონს შეადგენს თქვენი კაპიტალი?

– არა, ჯერ მილიონერი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი წინ არის.