LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილი ხვალ კონცერტს გამართავს

Ardaidardo.Ge

მომღერალი გიო ხუციშვილი ხვალ „ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ კონცერტს გამართავს. გიო სცენაზე მის მიერ შექმნილ ბენდთან ერთად გამოვა. „გიო +“ მაყურებელს ძველ ქართულ სიმღერებს, რუსულ კომპოზიციებს და  ქავერებს შესთავაზებს.


ბენდი „გიო +“ გასული წლის სექტემბერში შეიქმნა და მასში პროფესიონალი მუსიკოსები არიან გაერთიანებული.