3 მარტს, დედის დღეს, „ლაბელში“ ვერიკო ტურაშვილისა და კახა კუხიანიძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. მომღერლები შეასრულებენ საკუთარ ძველ და ახალ სიმღერებს. ასევე, როგორც ვერიკომ ვითხრა, მომზადებული აქვთ ერთი განყოფილება, სადაც პოპულარული უცხოური სიმღერების ქავერებს შეასრულებენ.
„არ დაიდარდოს“ ვერიკო ასევე თავისი ახალი კლიპის შესახებ ესაუბრა. ვიდეორგოლი უკვე მონტაჟდება და მარტის შუა რიცხვებში მისი ხილვის შესაძლებლობა გვექნება.