8 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქალებისთვის ცნობილი ქართველი მამაკაცები იმღერებენ. საღამო „კულტურის პალატის“ ინიციატივით ტარდება.
გრანდიოზულ შოუკონცერტში მონაწილეობენ მიიღებენ დავით გომართელი, აჩიკო მეფარიძე, აჩიკო ნიჟარაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, მამუკა ჩარკვიანი, გიო ხუციშვილი, მასტერი, „თბილისური კვარტეტი“, „მუხამბაზი“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „მძლევარი“, „უნისონი“. საღამოს სპეციალური სტუმარია ირაკლი ფირცხალავა.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.