LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ყველაზე მაღალ ხის სახლს ააშენებენ

ბარსელონაში ყველაზე მაღალ ხის სახლს ააშენებენ. სახლი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება, მთლიანად ხისგან იქნება დამზადებული და მას საცხოვრებლად გამოიყენებენ.

სამშენებელო სამუშაოები სულ 14 თვე გაგრძელდება და პროექტი 3 მილიონ ევროდაა შეფასებული. 7-სართულიანი სახლი სავარაუდოდ, 28 ბინას დაიტევს. როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, სიახლე არა მხოლოდ არქიტექტურული არამედ სოციალური ექსპერიმენტიცაა. საქმე ისაა, რომ ხის სახლში არსებული ფართი ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება.