LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის ავტომობილები მძღოლის განწყობას ამოიცნობენ

ყველა მძღოლს ჰქონია სიტუაცია, როდესაც რაიმე უსიამოვნების შემდეგ ჯდება საჭესთან, დაქოქავს ძრავს, ჩართავს მაგნიტოფონს და ისმის პოპ მუსიკა, ან პანკი, არადა სულს მძიმე როკი ან ჰევი მეტალი სურს. როგორც ჩანს, Ford-მა სიტუაციასთან გამკლავება გადაწყვიტა და მუშაობა დაიწყო პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც ავტომობილის მფლობელის განწყობას ამოიცნობს.

როგორც Ford-ის პრეს-სამსახური იუწყება, 2022 წლისთვის ბრენდის პრაქტიკულად ყველა ავტომობილი ხმისა და მიმიკის ამოცნობის ფუნქციას მიიღებს, რომლის წყალობითაც ავტომობილები მძღოლის განწყობას შეიცნობენ და სულის მდგომარეობის მიხედვით შეარჩევენ მუსიკას, ან სულად სრულ სიჩუმეში ამყოფებენ მძღოლს.

ფუნქცია კამერებისა და მიკროფონების წყალობით იმუშავებს, მძღოლის ქცევას მულტიმედიური სისტემა დაიმახსოვრებს.