ეთნოჯაზბენდი „ირიაო“, რომელიც რამდენიმე წელია, შეიკრიბა და საკმაოდ საინტერესო საგასტროლო აქტივობა აქვს, მალე ახალ პროექტს წარადგენს. შვიდკაციანი ჯგუფი, რომელსაც კომპოზიტორი დათო მალაზონია ხელმძღვანელობს, „ირიაო ურბან პროჯექტზე“ მუშაობს, რომელიც მსმენელისთვის ცნობილ ქართულ მელოდიებს გააერთიანებს, თუმცა განსხვავებული,
ახლებური და საინტერესო ინტერპრეტაციებით.
სიყვარულის დღეს „ირიაო“ „კაფე თეატრში“ შეკრებილი მსმენელის წინაშე წარდგა. საღამოს პირველ ნაწილში დათო მალაზონიას მიერ, ეთნოჯაზის ჟანრში შექმნილი კომპოზიციები მოვისმინეთ, მეორე განყოფილება კი შედარებით ახალ პროგრამას დაეთმო, მათ შორის ორ სიმღერას ახალი პროექტიდან – „გაზაფხული შემოსულა, ლენ“ და „რა დაგიშავე“.
ორსაათიანი პროგრამის წარდგენის შემდეგ მსმენელმა ჯგუფის წევრებს ბისზე უხმო და კიდევ ერთხელ შესრულდა „რა დაგიშავეს“ ახალი ვერსია, რომელსაც ჩვენი საიტის მკითხველებსაც ვთავაზობთ. ვიდეო