Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იანვარი 27, 2017 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„MUSICBOX“ და „ფორტუნა +“ წარმოგიდგენთ პროექტს შეყვარებულებისთვის – გამოაგზავნეთ ფოტო და მოიგეთ პრიზები!..

Ardaidardo.Ge

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „Musicbox“ და რადიო „ფორტუნა +“ სახალისო კონკურსს გთავაზობენ. უკვე შექმნილია სპეციალური გვერდი კონკურსისთვის „Love Story“. ვისაც საინტერესო სიყვარულის ამბავი გაქვთ, გინდათ, სხვებსაც გაუზიაროთ და თან, პრიზებიც მოიგოთ, ამისთვის 14 თებერვლამდე ხელსაყრელი პერიოდია.


თქვენი სიყვარულის ამბავი ერთ ფოტოში უნდა ასახოთ, ფოტო შესაბამისად, სასურველია, ორიგინალურად, დაასათაუროთ და განათავსოთ საიტზე
http://old.fortunaplus.ge/lovestory. საიტზე შესულს რამდენიმე ველი დაგხვდებათ შესავსები, რომელთაგან ყველგან თქვენი პასუხი უნდა მიაწეროთ, ხოლო ბოლოს ფოტო ატვირთოთ. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, 18 წლის ან მეტის იყოთ.

გამოვლინდება ინტერნეტმომხმარებლის რჩეული, რომელიც მთავარ ჯილდოს მიიღებს, მას ლოპოტაზე დასვენების საშუალება მიეცემა და „მიუზიკბოქსი“ მასზე სიუჟეტს მოამზადებს. ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“ და რადიო „ფორტუნა +“, ასევე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“ თავიანთ რჩეულებს გამოავლენენ, რომლებიც სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან, მათ შორის რესტორან „ტერასაზე“ ვახშმის ვაუჩერით და მულტიბრენდული, ექსკლუზიური სამკაულების გალერეა-ბუტიკის „Ponte Vecchio“-სგან დაწესებული საჩუქრებით. კონკურსი სტარტს 27 იანვარს აიღებს, გამარჯვებული 13 თებერვალს გამოვლინდება.

გაგვიზიარეთ თქვენი სიყვარული ერთ კადრში! გისურვებთ წარმატებებს!..


ატვირთე ფოტო