გადაცემას ”რადიო დუეტი” სიმონ დანიელოვი ესტუმრა. მან ”არ დაიდარდოს” მისი რიგით მესამე ალბომი უსახსოვრა, რომელშიც 15 ქართულ ენოვანი სიმღერა შედის. ბატონი სიმონი ”არ დაიდარდოს” სტუდიაში სტუმრობისთვის სპეციალურად ბელგიიდან ჩამოვიდა.
თქვენ საქართველოს ბელგიიდან ესტუმრეთ, მოგვიყევით თქვენს შესახებ…
ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ვარ. მიყვარს ”არ დაიდარდო”, სულ გისმენთ და გისურვებთ მრავალ საინტერესო სიახლეს. გისურვებთ ბევრ ისეთ სიმღერას, რომელიც ადამიანების განწყობას გააუმჯობესებს. 45 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. დავიბადე ქუთასში 1955 წელს. დავამთავრე ქუთაისის მერვე საშუალო სკოლა, 1972 წელს გადავედი საცხოვრებლად ისრაელში. მინდა ყველა ჩემი ქუთაისელი მეგობარი მოვიკითხო, მივულოცო შობა ახალი წელი. თუ ახლა ვერ ვინახულებ მათ, შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად ყველას მოვინახულებ. მიყვარს სიმღერა და მხიარულება. ახალ წელს საქართველოში შევხვდი, შევიკრიბეთ მეგობრები და ბევრი ვიმხიარულეთ. მიყვარს საქეიფო სიმღერები. როგორი თამადა ვარ, უნდა გამომცადოთ, ამაზე საუბარი არ შეიძლება…
დალიე და გაგიქრება დარდები,
ქეიფისთვის მარანში ჩავარდები,
თუმც დაიხრჩო შენი სული წავიდეს,
გულის ძალა სამოთხის კარს გაგიღებს,
ნაქეიფარს ტკბილად ჩაგეძინება
ძილშიაც კი ქეიფი გესიზმრება,
თუმცა ასე შემოგესმა ძილშია
ადექ ბიჭო ”პახმელიას” გიცდიან,
არ გადარდებს, რომ დაიხრჩო ღვინოში
სამოთხეში წავალ ცეკვა თამაშით
კმარა შენთვის ერთი ხელის დაქნევა
თუკი სადმე საქეიფო გაჩნდება ….
აი ასეთი სიმღერები მიყვარს, ცოცხლად ვმღერი. სპონტანურად მიყვარს ყველაფრის კეთება, გადადებული საქმე არ ვარგა. წინასწარ არ შეიძლება ილაპარაკო, თუ რამის გაკეთება გინდა, უნდა გააკეთო. სიმღერა ჩემი ჰობია, ყველაფერი გულიდან მოდის. სამი ალბომი მაქვს გამოშვებული, სამივე მათგანი ისრაელში ჩავწერე. პირველი ალბომი 2005 წელს გამოვიდა, მეორე კი 2007 წელს თამაზ ნემსაძე, რაფი ჯანაშვილი და კიდევ სხვა მეგობრები მეხმარებიან. მართალია ბელგიაში ვცხოვრობ, თუმცა სიმღერებზე ისრაელში ვმუშაობ. ახლა კი ცირა ბზიშვილი გავიცანი და აუცილებლად გავაგრძელებ მასთან თანამშრომლობას.
როგორი იყო თქვენთვის 2016 წელი?
ძალიან კარგი იყო და 2017 წელი უკეთესი იქნება, საქართველოს მოსახლეობას ბედნიერებას ვუსურვებ, ასევე ისრაელში მცხოვრებ ადამიანებს მინდა მივულოცო შობა ახალი წელი და მოვიკითხო.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
ეს არის ყველასთვის ნაცნობი სიმღერა ”კაცი ვარ და ქუდი” მხურავს. ვფიქრობ, რომ არ უნდა დავივიწყოთ ყველასთვის საყვარელი სიმღერები. არანიჟირება ცირა ბზიშვილმა გააკეთა, სულ რამდენიმე წუთში გავუგეთ ერთმანეთს. ძალიან ლამაზი არანჟირება გამოვიდა, მან მუსიკა დაუკრა, მე ვიმღერე და სიმღერა ძალიან სწრაფად ჩაიწერა. თუკი დაინტერესება იქნება, რა თქმა უნდა სატელევიზო პრემიერაც შედგება.
სიმონ დანიელოვი – ყარაჩოხელის სიმღერა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები