LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის Nissan Leaf საქართველოში აგვისტოდან გაიყიდება

51

“ნისანის” ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში კომპანია „ჯეო ავტომ“  ნისანის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი განახლებული Nissan Leaf  წარმოადგინა. ავტომობილი თბილისის მერიის ორგანიზებით გამართული მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში,  თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრომობილების გამოფენაზე გამოჩნდა.

როგორც ”ჯეო ავტოში” აცხადებენ, 2017 წლის Nissan Leaf არა მხოლოდ ვიზუალურად დაიხვეწა, არამედ  ტექნოლოგიურადაც გაუმჯობესდა. 30 kWh ბატარეის ერთი სრული დამუხტვა უკვე 250კმ გარბენის საშუალებას იძლევა. “ნისანის” ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები  კი სიმბიოზს ქმნიან ბუნებასთან.

”Nissan Leaf ეს არის: არა 50%, არა 99%, არამედ 100% ელექტრო! 0 წვეთი ბენზინი! 0 CO2გამონაბოლქვი! ნაკლები სათადარიგო ნაწილები! ნაკლები მომსახურება! თუმცა, Nissan Leaf არა მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვი და ავტომობილის შენახვის ნაკლები ხარჯებია,  ეს არის ავტომობილი, რომლის მართვაც  სიამოვნებას მოგანიჭებთ. ტევად 5 ადგილიან სალონში საკმარისი სივრცეა მთელი ოჯახისთვის. ნისანის მოწინავე ტექნოლოგიები კი თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. აჩქარება მომენატალურია, ავტომობილის მართვა კი აბსოლუტურად უხმაურო”,- აცხადებენ ”ჯეო ავტოში”.

მათივე ინფორმაციით, ელექტრომობილი Nissan Leaf საქართველოში “ნისანის” ცენტრში ოფიციალურად 2017 წლის აგვისტოდან გაიყიდება. მომხმარებლებს მოემსახურება სპეციალურად ელექტრომობილებზე ადაპტირებული სერვის ცენტრი და კვალიფიციური პერსონალი.

ცნობისთვის,  Nissan Leaf  2010 წლიდან იწარმოება. დღემდე მსოფლიო მასშტაბით 400 000 მოდელზე მეტია გაყიდული და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები